All for Joomla All for Webmasters

ფარერები მეხუთე ადგილზე გავიდა

ფარერებისა და ლუქსემბურგის ნაკრებთა შეხვედრა ჩემპიონატის ბოლო დღის პირველ-ორ შეხვედრასთან შედარებით ნაკლებად დრამატული გამოდგა.

ლუქსემბურგმა ფარერებს მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია წინააღმდეგობა, ისიც უფრო პირველ 21 წუთში. შემდეგ კი კუნძულელებმა მოუმატეს ან ლუქსემბურგელ მოთამაშეებს დაღლა დაეტყოთ.

საუკეთესო მოთამაშეებად ორივე გუნდიდან დაასახელეს მეკარეები. ლუქსემბურგელი ალესიო ავალონე და ფარერელი პაული იაკობსენი.

პაული იაკობსენი: საუკეთესო მეკარედ უკვე მეოთხედ მასახელებენ და ეს ძალიან მახარებს. დღეს ჩვენ ისე ვითამაშეთ, რომ სუსტი მხარე არ გვქონდა. საკუთარი თამაშითაც კმაყოფილი ვატ, ბევრი რთული ბურთი მოვიგერიე. ჩვენს გუნდს ათიდან ათს დავუწერდი.

ალესიო ავალონე: ამაღელვებელი თამაში იყო. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, დაცვაშიც კარგად ვიდექით, მაგრამ მეორე ტაიმში გავტყდით. მათ ბევრ კონტრშეტევაზე გამოგვიჭირეს და ძალიან კარგი მეკარე ჰყავდათ. იმის გამო, რომ პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, მეორე კი საშინლად, 10 ქულიანი სკალით ჩვენს თავს 5-ს დავუწერდი.

ფარერები 35:28 ლუქსემბურგი