All for Joomla All for Webmasters

პირველი ფინალისტი იტალიაა

ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში იტალიამ შვეიცარიას დამაჯერებლად მოუგო.

შვეიცარიელებმა პირველ ტაიმში ოთხჯერ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, თუმცა ტაიმი მაინც იტალიისა იყო – 15:11.

შესვენების შემდეგ იტალიელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. იყო ეპიზოდები როდესაც ისინი 8 ბურთითაც იყვნენ წინ, საბოლოოდ კი 6 ბურთით გაიმარჯვეს.

საუკეთესო მოთამაშედ იტალიელთაგან მეკარე ლეო ანდრეა კოლელუორი დაასახელეს, შვეიცარიელთაგან კი გარემარბი ლევინ ვანერი რომელმაც 6 გოლი გაიტანა.

ანდრეა კოლელუორი: ყველაზე მთავარი ის იყო, რომ გუნდმა გაიმარჯვა და არა ის, თუ როგორ ვითამაშეთ ინდივიდუალურად. ამ ჩემპიონატზე ბევრს მივაღწიეთ. უმთავრესი კი კოლექტიური თამაშია. ჩემს გუნდს 10-დან 11 ქულას დავუწერდი.

ლევინ ვანერი: თავიდან კარგად დავიწყეთ. ორივე გუნდს გაჰქონდა გოლები და დაცვაშიც კარგად თამაშობდა. შესვენების შემდეგ ჩვენს გუნდში დაღლილობამ იჩინა თავი, რის გამოც გოლების გატანა გაგვიჭირდა. ჩვენს თამაშს ათიდან ხუთს დავუწერდი.

შვეიცარია 23:29 იტალია