All for Joomla All for Webmasters

ლუქსემბურგი ფარერებს შეხვდება, ფინეთი – საქართველოს

ფინეთის ნაკრებმა ძალიან სცადა ლუქსემბურგისთვის წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ მაქსიმუმი რაც შეძლო მეორე ტაიმის 24-ე წუთზე სხვაობის 2 გოლამდე შემცირება იყო.

შემდეგ, ლუქსემბურგი კვლავ დაეუფლა ინიციატივას და საბოლოოდ 7 ბურთის სხვაობით გაიმარჯვა.

ამრიგად, ისე დალაგდა, რომ ხვალ, ჩემპიონატის ბოლო დღეს, „ძველი ნაცნობები”, „ა”-ჯგუფელები ლუქსემბურგი და ფარერები მე-5 და მე-6 ადგილებს გაათამაშებენ, ხოლო „ბ” ჯგუფელები ფინეთი და საქართველო 7-8 ადგილებისთვის ითამაშებენ.

ფინელთაგან საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს 7 გოლის ავტორი მისკა ჰენრიკსონი, ხოლო ლუქსემბურგელთაგან მეკარეკენან ჰადროვიჩი.

მისკა ჰერიკსონი: ჩვენი დღევანდელი თამაში „როლერკოსტერის” ატრაქციონს ჰგავდა, საქმე ხან აღმა მიგვდიოდა და ხან დაღმა. თავიდან კარგად დავიწყეთ, მაგრამ რამდენიმე მატჩის შემდეგ ფეხები გეღლება და გეგმის თანახმად ვეღარ თამაშობ. ვფიქრობ, მეორე ტაიმში მყარ ცრიანზე ვითამაშეთ, დანარჩენ დროში კი შვიდიანზე მეტს არ ვიმსახურებდით. მომავალში საკუთარ თავზე ბევრი უნდა ვითამაშოთ ასე ადვილად რომ აღარ დავიღალოთ.

კენან ჰადროვიჩი: ვფიქრობ, მე და ჩემმა გუნდა კარგად ვითამაშეთ. მეორე ტაიმში სირთულეებს წავაწყდით, მაგრამ თავი ხელში ავიყვანეთ და გავიმარჯვეთ. ჩემს გუნდს 10-დან 7 ქულას დავუწერდი.

ლუქსემბურგი 33:26 ფინეთი