All for Joomla All for Webmasters

ბელარუსი – მეორე ფინალისტი

ბელარუსი ფინალში გავიდა. ტურნირის ბოლო დღეს ის იტალიას შეხვდება. მაკედონია და შვეიცარია კი მესამე ადგილსთვის შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

ისევე როგორც ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპის ბევრ შეხვედრაში, არ არის გამორიცხული, რომ თამაშის ბედი ამჯერადაც ერთი გუნდის დაღლილობამ, ხოლო მეორეს უკეთესმა ფიზიკურმა მომზადებამ განაპირობა. ამას ტაიმების შედარება გვაფიქრებინებს.

პირველ ტაიმში შეხვედრა იმდენად თანაბარი იყო, რომ მთელი 20 წუთის განმავლობაში ხან ბელარუსი დაწინაურდებოდა ერთი გოლით, ხან მეორე. ამ მონაკვეთში ათჯერ გათანაბრდა ანგარიში. შესვენების შემდეგ კი უპირატესობა უფრო ათლეტური ბელარუსის მხარეს იყო და სხვაობამ რამდენჯერმე 5 ბურთსაც კი მიაღწია.

ბელარუსის ნაკრებიდან საუკეთესო მოთამაშედ 7 გოლის ავტორი, მიკიტა ჩიჟიკი დაასახელეს, ხოლო მაკედონიელთაგან 15 გოლის ავტორი მარტინ სერაფიმოვი – ორივე უკანახეზელები არიან.

მიკიტა ჩიჟიკ: მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ყველანი მატჩზე ვიყავით კონცენტრირებულები. მეტოქე ძლიერი იყო, მაგრამ ჩვენ ყველა ღონე ვიხმარეთ გამარჯვებისთვის. ძნელი თამაში იყო, რომლის შედეგითაც კმაყოფილი ვარ. ჩვენს თამაშს 10-დან 9-ს დავუწერდი.

მაკედონია 30:32 ბელარუსი