All for Joomla All for Webmasters

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი

ბელარუსისა და იტალიის შეხვედრამ საბოლოო წერტილი დაუსვა იმ ფაქტს, რომ ჯგუფში პირველზე იტალიელები გაფორმდნენ, ხოლო მეორეზე ბელარუსები.

იტალიამ იმთავითვე ინიციატივა იგდო ხელთ და საქმე ბოლომდე მიიყვანა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს, ბელარუსთაგან კირილ სამოილა, რომელმაც 4 გოლი გაიტანა, ხოლო იტალიელთაგან მაქს პრანტნერი, 3 გოლის ავტორი.

მაქს პრანტნერი: ორი დღის წინაც ვთქვი, რომ ჩვენ შეკრული გუნდი ვართ და დღესაც დამტკიცდა, რომ ერთსულოვნება ჩვენი მთავარი იარაღია – მოთამაშეების უმეტესობამ გაიტანა. ბედნიერები ვართ ნახევარფინალში რომ გავედით, ახლა ყველა ღონეს ვიხმართ ფინალშიც რომ მოვხვდეთ. ამიერიდან სიმშვიდე და მაქსიმუმის გამოვლენა გვჭირდება. ჩვენს გუნდს 10-დან 7-ს დავუწერდი.

ჯუზეპე ტედესკო, იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: ტურნირით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენთვის ჯგუფური ეტაპი ფანტასტიკური იყო. ახლა ჩვენი საზრუნავი ნახევარფინალი და ფინალია, რადგან მიზნად ჩემპიონობა გვაქვს დასახული. ეს კი იოლი შესასრულებელი არ არის. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს მცველებს, რომლებიც ამ ტურნირზე შესანიშნავად თამაშობენ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მაქს პრანტნერს, რომელიც პლაჟის ხელბურთს თამაშობდა შესანიშნავად, ახლა კი ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი წევირა. თამაშს 8 ქულად შევაფასებდი.

ალეჰ შარეიკა, ბელარუსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: ჩემპიონატი ჯერ გრძელდება, ჩვენ მომავალი თამაშებისთვის ვემზადებით. ფინალამდე ვერ ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ. ამაზე შეჯიბრების დამთავრების შემდეგ ვილაპარაკებ. დღეს სამწუხაროდ ბევრი შეცდომა დავუშვით და პირისპირ გოლები ვერ გავიტანეთ.

ბელარუსი 22:27 იტალია