All for Joomla All for Webmasters

ესტონელთა მეორე წაგება

ანგარიში ფარერების გამთამაშებელმა და გამორჩეულმა მოთამაშემ ელიას სკიპაგოტუმ გახსნა და მას მერე ერთხელაც არ ყოფილა შემთხვევა ესტონელებს გაეთანაბრებინათ, წინ გასვლაზე ხომ ლაპარაკიც არ ყოფილა.

ყველაზე დაძაბული მატჩი

ფინეთი – საქართველო 25:25 თუკი სათამაშო სახეობებში ლოგიკა არსებობს, მაშინ არ არის გასაკვირი, რომ შეხვედრა სადაც მეტოქეებმა ერთმანეთს ანგარიში თვრამეტჯერ გაუთანაბრეს, ფრედ დამთავრდა. მეორე მხრივ, გამარჯვება ორივეს შეეძლო. თან, ზოგადად კი არ ვგულისხმობთ, იმის თქვა გვინდა, რომ გამარჯვება ორივე გუნდს ბოლო წუთზე შეეძლო. ფორტუნამ ფრე არჩია.

მარჯვნიდან დამარცხებული მეტოქე

მართალია, მაკედონიელები მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ეს უპირატესობა დიდი არ ყოფილა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ გამარჯვებულთა 32 გოლიდან 20 ორმა მოთამაშემ, მარჯვენა ფლანგელებმა, გარემარბმა ნენად კოსტესკიმ და შუამარბმა მარტინ სერაფიმოვმა გაიტანა. კოსტესკიმ 11 შეაგდო, ხოლო სერაფიმოვმა, რომელიც თანაგუნდელთაგან საუკეთესოდ დაასახელეს – 9. ლიეტუვას გუნდიდან საუკეთესოდ დაასახელეს მარცხენა შუამარბი […]

გუნდურობამ აჯობა

ტანდაბალმა ფარერების ნაკრებმა თამაში კარგად დაიწყო, რაშიც გარკვეული როლი აშკარად ითამაშა ლუქსემბურგელი გამთამაშებლის ადელ რასტოდერის უჩვეულოდ ადრიანმა გაძევებამ — ეს პირველსავე წუთზე მოხდა. საინტერესოა, რომ პირველ ტაიმში რასტოდერი მეორედაც გააძევეს.

შვეიცარიამ მოგებით დაიწყო

ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში „ა” ჯგუფის გუნდების, შვეიცარიისა და ესტონეთის შეხვედრით გაიხსნა. თამაში მეტწილად თანაბრად და დაძაბულად მიმდინარეობდა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ანგარიში შვეიცარიელებმა გახსნეს ბოლომდე წინ იყვნენ.

მიხაელ ვიდერერის მიმართვა

ძვირფასო სახელბურთო მეგობრებო. 2016 წელს ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატის წარმატებული მასპინძლობის შემდეგ ევროპის ხელბურთის ფედერაცია სიხარულით ბრუნდება საქართველოში მორიგი ასაკობრივი ჩემპიონატის ჩასატარებლად.

ევროპის ჩემპიონატი თელავიდან თბილისში გადმოდის

ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი ხელბურთში, რომლისთვისაც 10-19 აგვისტოს თელავს უნდა ემასპინძლა, იმავე ვადებში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. მიზეზი ისაა, რომ თელავის ახალ სპორტის სასახლეში მოედნის საერთაშორისო სტანდარტის, ხის საფარის დაგება ვერ ესწრება.

გამარჯვებული ლოგო გამოვლინდა

1 თებერვალს კულტურის საერთაშორისო ცენტრ “მუზაში”, საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 18-წლამდელ ჭაბუკ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ლოგოსა და ნიმუშთა კატალოგის პრეზენტაცია გამართა.