All for Joomla All for Webmasters

ფარერებმა ძალები დაზოგეს

ფარერების ნაკრები ლიეტუვასთან თამაშს ერთი მოგებითა და ორი წაგებით შეხვდა, შემდეგ ტურში კი შვეიცარიასთან უწევს თამაში. ალბათ, ამიტომაც დარჩა შთაბეჭდილება, რომ კუნძულელები სამწაგებიან მეტოქესთან ძალებს ზოგავდნენ.

იტალიამ აშკარა უპირატესობით მოიგო

იტალია და ფინეთი „ბ” ჯგუფის ის გუნდები იყვნენ, რომელთაც ამ შეხვედრამდე თითო მატჩი ჰქონდათ ჩატარებული. იტალიამ საბერძნეთს მოუგო, ხოლო ფინეთმა საქართველოსთან ფრედ ითამაშა.

ნახევარფინალში გასვლის შანსები დაგვრჩა

საბერძნეთის ნაკრებმა, რომელსაც აქამდე ორივე შეხვედრა წაგებული ჰქონდა, ჩემპიონატის მასპინძლებთან გაორმაგებული მონდომებით ითამაშა და გაიმარჯვა.

დრამატული ორი წუთი

დრამა დაძაბული და თანაბარი თამაშის ბუნძოლო ორ წუთში დატრიალდა: ფარერები 29:28-ს იგებდნენ და ბურთიც მათი იყო, მაგრამ უკან გადაგდებული შორი პასი მსაჯმა პასიურ ქმედებად ჩაუთვალა და დაუსტვინა.

შვეიცარიის სამიდან სამი

ამ შეხვედრას შვეიცარიელები ორიდან ორი გამარჯვებით შეხვდნენ, ლუქსემბურგელები კი ერთი მოგებითა და ერთი წაგებით. ალბათ, ამიტომაც მოინდომეს ლუქსემბურგელებმა პირველივე წამებიდან განსაკუთრებით და დაწინაურდნენ.

იტალიელთა მშვიდი გამარჯვება

ერთადერთი გუნდი, რომელიც ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე ნანახი არ ჰყავდათ იტალიის ნაკრები იყო და მეორე სათამაშო დღის ბოლო მატჩში ისიც გამოჩნდა – საბერძნეთს მოუგო. ბერძნებმა მხოლოდ 15 წუთის განმავლობაში შეძლეს მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა, შემდეგ კი მეტოქეთა შორის სხვაობა ნათელი გახდა.

სასწაულების დღე

თუკი ჭაბუკთა ჩემპიონატზე რომელიმე გუნდი ემოციური თამაშებით გამოირჩევა, ეს საქართველოს ნაკრებია. პირველ დღეს ფინეთთან ნათამაშები დრამატული ფრის (25:25) შემდეგ, ქართველებმა ბელარუსის ძლიერ გუნდს აჯობეს.

გარდატეხა მეორე ტაიმში

შეხვედრა მეორე ტაიმის მე-12 წუთამდე დაძაბული იყო. მეტოქეები ერთმანეთს არაფერს უთმობდნენ. მეორე ტაიმის მე-9 წუთზე ანგარიში იყო 18:18 და ეს გახლდათ მე-10 შემთხვევა, როდესაც ლუქსემბურგი და მაკედონია თანაბრად იყვნენ.

დიდი უპირატესობა

ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე ჩატარებულ შეხვედრებს შორის ეს იყო მატჩი, სადაც ერთმა გუნდმა მეორეს ყველაზე დიდი სხვაობით მოუგო. ლიეტუვას გუნდმა შვეიცარიელებს ვერაფერი დაუპირისპირა, რასაც გამარჯვებული გუნდის მეკარის, ნიკოლა დამანის შესანიშნავი თამაში დაემატა.