All for Joomla All for Webmasters

საბერძნეთი მეცხრე ადგილისთვის იბრძოლებს

ლიეტუვასთან საბერძნეთის გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ ლიეტუველთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და მეორე ტაიმის 21-ე წუთზე სხვაობა ერთამდეც კი შეამცირეს.

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი

ბელარუსისა და იტალიის შეხვედრამ საბოლოო წერტილი დაუსვა იმ ფაქტს, რომ ბ ჯგუფში პირველზე იტალიელები გაფორმდნენ, ხოლო მეორეზე ბელარუსები.

ფინეთი გამოჯანმრთელდა და მოიგო

ფინეთისა და საბერძნეთის ნაკრებების თამაშმა ის გადაწყვიტა, რომ „ბ” ჯგუფში საქართველო მესამე ადგილზე დარჩა და ფლეი-ოფში „ა” ჯგუფის მეოთხე გუნდს, ფარერებს შეხვდება.

შვეიცარია ნახევარფინალისტებს შეუერთდა

ა ჯგუფში ინტრიგა ვერ ჩაიხლართა, სამმა გუნდმა 6 ქულა ვერ მოაგროვა, რადგან ფარერებმა შვეიცარიასთან წააგეს.

მაკედონიის მეხუთე მოგება

ამ საკმაოდ მშვიდ თამაშში „ა” ჯგუფის ლიდერმა მაკედონიამ მეხუთედაც გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი სიძლიერე. ესტონეთისთვის ეს მეოთხე მარცხი იყო.

ბელარუსი ნახევარფინალში გავიდა

ბელარუსის ძლიერმა ნაკრებმა ფინეთს თვალსაჩინოდ მოუგო, 4 ქულა დააგროვა, საქართველოს გადაასწრო და ბ ჯგუფში მეორე ადგილზე გადავიდა.

იტალიამ პირველი ამოცანა შეასრულა

იტალიის ნაკრებმა იოლად დაამარცხა ჩემპიონატის მასპინძელი საქართველოს ნაკრები და შედეგად სამი თამაშიდან სამივე მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

ინტრიგა ბოლო ტურის წინ

ლუქსემბურგმა ესტონეთს ვერ ვიტყვით, რომ იოლად, მაგრამ დამაჯერებლად მოუგო — ესტონელებმა პირველი გოლი გაიტანეს, თორემ მერე წინ აღარ გასულან. თამაშის მსვლელობისას ანგარიში სულ სამჯერ გათანაბრდა, სხვა მხრივ სულ ლუქსებურგი იყო წინ.

მაკედონია ნახევარფინალშია

მაკედონიამ ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. საამისოდ მას „ა” ჯგუფში თეორიულად ყველაზე ძლიერი კონკურენტის, შვეიცარიის დამარცხება მოუხდა – შვეიცარიას ხომ მაკედონიელთა მსგავსად პირველი სამი შეხვედრიდან სამივე მოგებული ჰქონდა.