ახალი სპორტის სასახლე

თბილისის ახალი სპორტის სასახლე აშენდა გოგონათა და ვაჟთა ხელბურთის შეჯიბრებისთვის, 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებით. მისი არქიტექტორია ალექს ნატროშვილი (კომპანია Line Cube). არენა 2 სათამაშო დარბაზისგან შედგება. პატარა დარბაზი 600 მაყურებელს იტევს, დიდის ტევადობა 3000 კაცია. 2015 წლიდან მოყოლებული
არენამ უმასპინძლა ხელბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, ძიუდოს, ჭიდაობის და ფარიკაობის შეჯიბრებებს.